ვაკანსიის დეტალები

ადგილობრივი / ექსპრესი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

სეკე პარკი
თბილისი
ბოლო ვადა: 28.11.2026

სეკე პარკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ადგილობრივი / ექსპრესი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - ადგილობრივი (ექსპრესი) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ვაკანსიის შესახებ:
  • ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
  • საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობების აღწერა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და ბუღალტერთან;
  • ნაშთების მუდმივი კონტროლი და ანალიზი;
  • ინვენტარიზაცია (ინსტრუმენტების კონტროლი, შეკეთება, უსაფრთხოების თანამშრომლისგან მიღებული მითითებების მიხედვით).
  • ყველა მასალის გადაადგილების აღრიცხვა პროგრამა „ბალანსსა“ და RS.GE-ზე.
  • RS.GE- ზე მიღებული ზედნადებების ჩამოტვირთვა ობიექტების მიხედვით;
  • საჭირო მასალების და დანადგარების Express შესყიდვები ადგილობრივ ბაზარზე;
  • მომწოდებლებისგან საუკეთესო ფასისა თუ პირობების მოპოვება;
  • პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა სხვადასხვა პუნქტებსა და საწყობებს შორის, მძღოლებისთვის მიმართულების მიცემა;
  • საბაჟო პროცედურებისათვის ხელშეწყობა და ლოჯისტიკური დაგეგმარება;
  • საწვავის შესყიდვები;
  • ჯარიმებზე ინფორმაციის მიწოდება მძღოლებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word;
  • გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა „ბალანსსა“ და RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები და თვისებები:
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა
  • პროფესიული განვითარება
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
  • ჯანსაღი კორპორატიული გარემო
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე