ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით / ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით
არჩილ ნიჟარაძის საადვოკატო ბიურო
ქუთაისი
ბოლო ვადა: 18.11.2026
არჩილ ნიჟარაძის საადვოკატო ბიურო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით / ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით — ქუთაისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
არჩილ ნიჟარაძის საადვოკატო ბიურო აცხადებს ვაკანსიებს სისხლის სამართლის მიმართულებით ადვოკატისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე, ქუთაისში.
ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით
ძირითადი მოვალეობები:
სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და პროცესების მართვა;
კლიენტების წარმომადგენლობა სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა შესაბამის ინსტანციებში;
იურიდიული დოკუმენტაციის (განცხადებები, საჩივრები, ხელშეკრულებები) მომზადება და რედაქტირება;
კლიენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა და მათი ინტერესების დაცვა ყველა ეტაპზე;
მტკიცებულებების შეგროვება, ანალიზი და საქმისთვის საჭირო მასალების მომზადება;
სასამართლო პროცესების მონიტორინგი და მიმდინარე კანონმდებლობის ცვლილებების მუდმივი შესწავლა;
გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი);
ადვოკატის სტატუსი
პრაქტიკული გამოცდილება სისხლის სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა და ანალიტიკური აზროვნება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით
ძირითადი მოვალეობები:
კლიენტების სამართლებრივი კონსულტირება და მათი ინტერესების წარმომადგენლობა;
სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სარჩელების, შესაგებლების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და კლიენტების წარმომადგენლობა;
საქმის მასალების შესწავლა, სამართლებრივი რისკების შეფასება და საქმის წარმოების სტრატეგიის შემუშავება;
კლიენტებთან და შესაბამის უწყებებთან პროფესიული კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ადვოკატის მოქმედი სტატუსი;
სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ცოდნა;
სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი საკონტაქტო არხის საშუალებით: ელფოსტა: archilnizharadze01@gmail.com ტელეფონი: +995591353335 განაცხადის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება