ვაკანსიის დეტალები

ადმინისტრატორი

PMU SHOP GEORGIA
თბილისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

PMU SHOP GEORGIA აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ადმინისტრატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

PMU SHOP GEORGIA აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:
PMU SHOP GEORGIA არის ონლაინ პლატფორმა, რომელის ძირითადი საქმიანობაა PMU და TATOO პროდუქციის ონლაინ გაყიდვები, PMU სპეციალისტების სოციალური არხების შექმნა და მართვა. მასტერ კლასების, კონფერენციაბი და სემინარების ორგანიზებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და საწყობის ნაშთების მუდმივი კონტროლი/მონიტორინგი.
  • პროდუქციის ვადების კონტროლი.
  • შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და მიწოდების პროცესის სრული მართვა.
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
  • სოც. ქსელების წარმოებისთვის მასალების მომზადების პროცესში ჩართულობა.
  • გაყიდვების დინამიკის კონტროლი და მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა.
  • აქტიური კომუნიკაცია ბრენდის ამბასადორებთან, პარტნიორულ პროექტებში ჩართულობა და ურთიერთობების მართვა.
  • კომპანიის მარკეტინგული და ივენთ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • 1-2 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციებზე: (მარაგების კონტროლი, პროექტების მხარდაჭერა ან გაყიდვების დოკუმენტაციის მართვა).
  • MS Excel-ის ან/და Google Sheets-ის ცოდნა (ფორმულების, ფილტრების, მონაცემთა ბაზების მართვა).
  • ეფექტური კომუნიკაცია: გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება (მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება)
  • ესთეთიკური ინდუსტრიის პროექტების მართვის გამოცდილება
  • ინგლისური ენის B2 დონე
  • რუსული ენის ცოდნა
  • პასუხისმგებლობა და დეტალების მიმართ ყურადღება

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: pmu@pmushop.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ადმინისტრატორის“
CV-ები მიიღება 2026 წლის 10 ოქტომბრამდე


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე