ვაკანსიის დეტალები

ადმინისტრატორი

Sushi24
თბილისი
ბოლო ვადა: 19.11.2026

Sushi24 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ადმინისტრატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი Sushi24.ge, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო გრაფიკი: 2/2 — 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
  • შესაძლებელია მუშაობა როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში;
  • სამუშაო ცვლის ხანგრძლივობა: 12 საათი;
  • ანაზღაურება: 7 ლარი საათში.

ძირითადი მოვალეობები
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის თანამშრომლებზე გადანაწილება;
  • შეკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულების პროცესის კონტროლი;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • სალაროსა და ფინანსური ოპერაციების კონტროლი;
  • საჭირო ფორმებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზებასა და კონტროლში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • გამართული და კომუნიკაბელური მეტყველება;
  • ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის კარგი უნარ-ჩვევები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ და დინამიურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი

ბენეფიტები;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
Fitpass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sushi24.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ადმინისტრატორი“.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე