ვაკანსიის დეტალები

ავტომრეცხავი

პადელის კლუბი დინამო თბილისი
თბილისი
ბოლო ვადა: 18.12.2026

პადელის კლუბი დინამო თბილისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ავტომრეცხავი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

„პადელის კლუბი დინამო თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას ავტომრეცხავის პოზიციაზე. ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ და ენერგიულ კანდიდატებს ჩვენს გუნდში, რომლებიც მზად არიან მაღალი სტანდარტით მოემსახურონ კლუბის სტუმრებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ავტომობილების მაღალი ხარისხით გარეცხვა (შიდა და გარე ზედაპირების დამუშავება).
  • ქიმწმენდისა და პოლირების სამუშაოების შესრულება (კვალიფიკაციის შესაბამისად).
  • სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
  • სტუმრებისთვის მეგობრული და პროფესიონალური სერვისის შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • ავტომობილების დეტალური და ხარისხიანი რეცხვის სპეციფიკის სრულყოფილი ცოდნა.
  • დისციპლინა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
  • გუნდში მუშაობის და ორგანიზებულობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად და პრესტიჟულ სპორტულ კლუბში.
  • მაღალ ანაზღაურებას: გამომუშავებით (ნავაჭრის 30%).
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

როგორ უნდა მიმართოთ ვაკანსიას?
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: padeldinamo@gmail.com


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე