ვაკანსიის დეტალები

ავტო-სერვისის მენეჯერი

ავტო პიქსელი
ბორჯომი
ბოლო ვადა: 28.11.2026

ავტო პიქსელი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ავტო-სერვისის მენეჯერი — ბორჯომი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია "ავტო პიქსელი" აცხადებს ვაკანსიას ავტო-სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის დეტალური პირობები:
ადგილმდებარეობა: ბაკურიანი.
ანაზღაურება: 1500 ლარიდან (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე).
ბენეფიტები: კომპანია სრულად უზრუნველყოფს კვებასა და ტრანსპორტირებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამუშაო დროის სწორად გადანაწილება: სერვის ბოქსების თანამშრომლების და მაღაზიის პერსონალის სამუშაო გრაფიკის მართვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო პროცესის ეფექტური ორგანიზება.
  • მარაგების კონტროლი: ავტონაწილებისა და სახარჯი მასალების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, დროული შეკვეთების უზრუნველყოფა და საწყობის აღრიცხვიანობა.
  • გუნდის მართვა და მომხმარებელთან კომუნიკაცია,დაქვემდებარებული პერსონალის მუშაობის კოორდინაცია.
  • სამუშაო პროცესის და სერვისის ხარისხის კონტროლი და მომხმარებელთან კომუნიკაცია.

მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესად;
  • ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • პრიორიტეტად ჩაითვლება პროგრამა FINA-ს ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე კომპანიის ელ ფოსტაზე: avtopixel22@gmail.com ანდაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555020630 / +995 571419050


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე