ვაკანსიის დეტალები

ანგარიშების ფრანგულენოვანი მენეჯერი

გლობალ ასისტენს ჯორჯია
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

გლობალ ასისტენს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ანგარიშების ფრანგულენოვანი მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შეუერთდი Global Assistance Georgia-ს გუნდს, როგორც ანგარიშების ფრანგულენოვანი მენეჯერი.


Global Assistance Georgia ამერიკული კომპანიის ნაწილია, რომელიც ევროპაში №1 პოზიციას იკავებს და წარმოდგენილია 11 ქვეყანაში - 18 ოფისითა და 196-ზე მეტი თანამშრომლით. ჩვენ ვვითარდებით და ვეძებთ მომავალ ფრანგულენოვან ანგარიშის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება დინამიურ გუნდს საერთაშორისო პერსპექტივით.

რა გვჭირდება:

  • ლიდერული და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები;
  • პროაქტიულობა, პრობლემების იდენტიფიცირებისა და კლიენტებთან ერთად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიების უნარი;
  • მაღალი დატვირთვის პირობებში ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობა;
  • განვითარების სურვილი;
  • ფრანგულ ენაზე გამართული კომუნიკაციის, ორგანიზებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომპიუტერისა და სტანდარტული საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის პროგრამაში მუშაობა, ძირითადი ანგარიშების მართვა და კლიენტებთან კომუნიკაცია პროცესის ეტაპების შესახებ;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
  • პროცესის ნებისმიერ ეტაპზე პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება;
  • დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი და იურისტების დროული ინფორმირება

რას გთავაზობთ:
  • ოფიციალურ დასაქმებას, სტაბილურობასა და დროულ ანაზღაურებას: 2 200 ლარი თვეში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურებადი შვებულებას: 24 კალენდარული დღე წელიწადში (საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად);
  • კორპორატიულ ტელეფონს, სრულად აღჭურვილ სამუშაო სივრცესა და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას სწრაფად მზარდ საერთაშორისო ჯგუფში;

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - ხუთშაბათი: 10:00 - 19:30 (1 საათი შესვენება)
პარასკევი 10:00 - 16:00

მარტივი და გამჭირვალე შერჩევის პროცესი:
  • რეზიუმეს განხილვა;
  • გასაუბრება - ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად;
  • ფინალური გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

გამოგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: globalassistancegeorgia@gmail.com
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფრანგულენოვანი ანგარიშის მენეჯერი"



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე