WATSON Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
არაანაზღაურებადი სტაჟირება / ედვერთაიზერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
ციფრული მარკეტინის კომპანია Watson აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ედვერთაიზერის პოზიციაზე!
Watson არის ციფრული, მარკეტინგის კომპანია, რომელიც აცხადებს 2 თვიან, არაანაზღაურებად სტაჟირებას მოუშენ დიზაინერის მიმართულებით. კომპანია უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმააცისთვის ეწვიეთ ვებ-გევრდს: watson.ge
ძირითადი მოვალეობები:
ციფრული სარეკლამო კამპანიების (Google Ads, Facebook/Instagram Ads, LinkedIn Ads და სხვა პლატფორმები) დაგეგმვა, შექმნა, მართვა და მონიტორინგი.
ბიუჯეტის ეფექტური მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია მაქსიმალური ROI-ის (ინვესტიციის ანაზღაურება) მისაღწევად.
სარეკლამო კამპანიების მონაცემების ანალიზი (Google Analytics-ის ჩათვლით) და შედეგების საფუძველზე სტრატეგიული ცვლილებების შეტანა.
ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ახალი სარეკლამო შესაძლებლობების აღმოჩენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
Google Ads-ისა და Facebook Ads Manager-ის პლატფორმების საბაზისო ცოდნა.
Google Analytics-ის საბაზისო ცოდნა ანალიტიკური მონაცემების გასაანალიზებლად.
ანალიტიკური და პრობლემის გადაწყვეტის უნარები.
რას გთავაზობთ ჩვენ:
პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე;
პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას.
მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22.
გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.
გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე: მეილი: info@watson.ge ტელ: +995597054199