WATSON Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
არაანაზღაურებადი სტაჟირება/სოციალური მედიის მენეჯერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
ციფრული მარკეტინის კომპანია Watson აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე!
Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge
ფუნქცია/მოვალეობები:
სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა;
სოციალური მედიის კონტენტის კონტენტ-კალენდრის მიხედვით განთავსება და შესრულების მონიტორინგი;
ტექსტების წერა ქართულ და (სასურველია) ინგლისურ ენაზე;
შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
სოციალური მედიის ანალიზი, ბრენდის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარებაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
კრეატიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
სწრაფად ადაპტაციის უნარი;
წერის კარგი უნარები (ქართული - სავალდებულო, ინგლისური - სასურველია).
რას გთავაზობთ ჩვენ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა;
მოქნილი გარემო და სამუშაო პროცესები;
საინტერესო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა.
ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.
გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ მისამართზე: მეილი: info@watson.ge ტელ: +995597054199