ვაკანსიის დეტალები

აღრიცხვის სპეციალისტი

MUK TBILISI
თბილისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

MUK TBILISI აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე აღრიცხვის სპეციალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

MUK TBILISI აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე აღრიცხვის სპეციალისტი


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით);
  • სამუშაო გამოცდილება აუდიტორის ასისტენტის, მთავარი ბუღალტრის, მთავარი ბუღალტრის მოადგილის, ბუღალტერიის დეპარტამენტის სპეციალისტის ან ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე;
  • „1C:8“-ის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის თავდაჯერებული მომხმარებელი;
  • მართვითი ანგარიშგების მომზადებისა და კონსოლიდაციის გამოცდილება;
  • DipIFR-ის კვალიფიკაცია ან მსგავსი სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალოზე მაღალ (Upper-Intermediate) დონეზე;
  • ბუღალტრული აღრიცხვის (ეროვნული სტანდარტები, IFRS), საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში, ეროვნული სტანდარტებისა (NAS) და საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, კონსოლიდირებულის) მომზადებისა და წაკითხვის უნარი;
  • მართვითი აღრიცხვის სისტემაში არასწორი მონაცემების გამომწვევი მიზეზების მოძიებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზისა და მოთხოვნის შესაბამისად ანგარიშების მომზადების უნარი.

მოვალეობები:
  • მართვითი ანგარიშგების პაკეტის ყოველთვიურ, დროულ მომზადებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის დაცვის მონიტორინგი;
  • ხელმძღვანელობის მოთხოვნით, კომპანიის საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების გამოთვლა;
  • სხვა დეპარტამენტებთან (მათ შორის, საერთაშორისო განყოფილებებთან) ურთიერთქმედება მართვითი აღრიცხვის საკითხებზე.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მაღალი თვითორგანიზებულობა;
  • კეთილსინდისიერება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@muk.group



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე