ვაკანსიის დეტალები

ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი

აბლი ბაბლი
თბილისი
ბოლო ვადა: 19.11.2026

აბლი ბაბლი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

აბლი ბაბლი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომლის პოზიციაზე

თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და პოზიტიური, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ვის ვეძებთ?
  • ენერგიულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს;
  • პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს მოთმინების უნარი;
  • ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ან დასრულებული განათლება;
  • საბავშვო ბაღში, გასართობ ცენტრში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები
  • ბავშვების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა;
  • სათამაშო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა;
  • სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობის შეთავაზება და ჩატარება;
  • სტუმრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული გარემოს შექმნა.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო საათები: 10:00 – 22:00
  • ცვლა: 7-საათიანი სამუშაო დღე, მცოცავი გრაფიკით
  • დასვენება: კვირაში 2 დღე (მცოცავი)
  • სტუდენტებისთვის შესაძლებელია მორგებული გრაფიკის შეთავაზება.
  • ანაზღაურება: ანაზღაურება შეადგენს 1 000 ლარს. პირობები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით და განიხილება გასაუბრების დროს.
  • ლოკაცია - თბილისი მოლი.

თუ ფიქრობ, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ბავშვებთან ერთად პოზიტიურ და მხიარულ გარემოს შექმნის, გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ablibabli.com


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე