ვაკანსიის დეტალები

ბარისტა

კაფე მუშმალა
თბილისი
ბოლო ვადა: 17.11.2026

კაფე მუშმალა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ბარისტა — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

„კაფე მუშმალა“ ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს ბარისტას პოზიციაზე!

თუ გიყვარს ყავის კულტურა, გსიამოვნებს სტუმრებთან ურთიერთობა და გსურს გახდე ჩვენი მყუდრო კაფეს ნაწილი, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების თბილი, მეგობრული და სწრაფი მომსახურება;
  • სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
  • სალარო ოპერაციების წარმოება და პროდუქციის მარაგების კონტროლი. (FINA)

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ადგილზე სწავლებაც შესაძლებელია);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტუმართმოყვარეობა და პოზიტიური განწყობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები (09:00 - 21:00);
  • სამუშაო რეჟიმი: 2/2-ზე (ორი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება);
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისანი, თოლენჯის ქ. N1;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული + ბონუსი/ჩაი).

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: goldenboutique205@gmail.com


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე