ვაკანსიის დეტალები

ბაღის - დუღილისა და დისტილაციის მენეჯერი

AXATYA INVESTMENT
ლაგოდეხი
ბოლო ვადა: 24.11.2026

AXATYA INVESTMENT აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ბაღის - დუღილისა და დისტილაციის მენეჯერი — ლაგოდეხი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Axatya Investment” ავითარებს ხელნაკეთ სპირტიანი სასმელების წარმოებას და ხილის ბაღს სოფელ ჰერეთისყარში (ლაგოდეხი): ვაშლისა და მსხლის დისტილატი, ვაშლის ძმარი და ვაშლის პროდუქტები. ვეძებთ გამოცდილ სპეციალისტს ალკოჰოლის წარმოების მიმართულებით – ბაღიდან ბოთლამდე.


კომპანია აცხადებს ვაკანსიას: ბაღის, დუღილისა და დისტილაციის მენეჯერი – ლაგოდეხი, კახეთი


მოვალეობები

  • ბაღის მოვლა: ხეების გასხვლა, მორწყვა, დაავადებების (ქეცი) მონიტორინგი, მოსავლის აღების ვადების განსაზღვრა
  • ხილის მიღება, დახარისხება, რეცხვა, დამტვრევა და დაწურვა
  • დუღილის კონტროლი: Brix, ტემპერატურა, pH, სულფიტებისა და საფუარის გამოყენება
  • დისტილაცია: თავის, გულისა და კუდის გამოყოფა, ხარისხის კონტროლი
  • ჰიგიენა, დასუფთავება და წარმოების ყოველდღიური აღრიცხვა
  • სეზონზე 2–3 მუშის ზედამხედველობა


მოთხოვნები

  • 2–5 წლის გამოცდილება მეღვინეობაში, დისტილაციაში, მებაღეობაში ან კვების მრეწველობაში
  • დუღილისა და დისტილაციის ტექნიკური ცოდნა
  • პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, ჩანაწერების წარმოება
  • ქართული ენა სავალდებულოა; ინგლისური, რუსული ან ფრანგული – უპირატესობა
  • მართვის მოწმობა B


გთავაზობთ

  • ხელფასი 2 000–2 600 ლარი (ხელზე) + ბონუსი შედეგების მიხედვით
  • სრული განაკვეთი, უვადო კონტრაქტი; მოსავლის სეზონზე (სექტემბერი–დეკემბერი) კვირაში 6 დღე
  • შესაძლებლობა, ახალი საწარმოო ხაზი ნულიდან ააშენოთ


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: cg@axatya.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579014747




სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე