ფონდის შესახებჩვენი ფონდის საქმიანობა მთლიანად ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება — მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით.ფონდის ყველა პროცესსა და აქტივობას მოხალისეები მართავენ. ჩვენ არ გვაქვს საოპერაციო ხარჯები: არავინ იღებს ხელფასს, არ ვფარავთ მივლინების ხარჯებს და არ ვყიდულობთ მომსახურებებს. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციულ ხარჯებს თავად მოხალისეები საკუთარი სახსრებით აფინანსებენ.ეს ნიშნავს, რომ შემოწირულებების 100% ბავშვების დახმარებას ხმარდება.ფონდის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.changetheworld.ge/about
ვის ვეძებთ?- ვეძებთ ემპათიურ, ყურადღებიან და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეუძლია მათი საჭიროებების მოსმენა და სურს საკუთარი დრო და ენერგია ბავშვების დახმარებას მოახმაროს.
- თუ შეგიძლია ადამიანებთან გულწრფელი კომუნიკაცია, გსიამოვნებს პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და გინდა გახდე იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობის მიღებაში ეხმარება, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
- ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერი (მოხალისე)
- სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური
- დატვირთვა: დღეში საშუალოდ 1 საათამდე
- გრაფიკი: მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან
- ანაზღაურება: მოხალისეობრივი, ანაზღაურების გარეშე
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები- დახმარების მსურველი ბავშვების მშობლებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან პირველადი კომუნიკაცია;
- ოჯახების საჭიროებების მოსმენა და ბენეფიციარების შესახებ ძირითადი ინფორმაციის შეგროვება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის, დიაგნოზის, მკურნალობის გეგმისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნა და შეგროვება;
- მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოწესრიგება, სისრულის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა;
- ბენეფიციარის საჭიროებების იდენტიფიცირება და ფონდის გუნდთან ერთად დახმარების შესაძლებლობების განხილვაში მონაწილეობა;
- ბენეფიციარებისთვის ფონდის მუშაობის პროცესისა და დახმარების მიღების ეტაპების გასაგებად ახსნა;
- ბენეფიციარებთან რეგულარული კომუნიკაცია და მათი ინფორმირება განაცხადის განხილვისა და დახმარების პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
- ბენეფიციარების პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
- ფონდის სხვა მოხალისეებთან თანამშრომლობა, რათა ბავშვების დახმარების პროცესი იყოს ორგანიზებული, გამჭვირვალე და ეფექტიანი.
რას ველით შენგან?- ემპათიასა და გულისხმიერებას
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერებას;
- ორგანიზებულობას, მოთმინებასა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს;
- გულწრფელ სურვილს, საკუთარი დრო და შესაძლებლობები ბავშვების დახმარებას მოახმარო.
ჩვენ გთავაზობთ- უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს.
- ასევე, მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებ ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მომენტებში დახმარების გაწევას, რეალური პასუხისმგებლობის აღებას და საქველმოქმედო საქმიანობის სრულ პროცესში მონაწილეობას.
- შენი ერთი ზარი, ყურადღებით მოსმენილი ისტორია და დროულად გაწეული დახმარება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს ბავშვის მკურნალობისკენ.
რას გაძლევს მოხალისეობა?- სოციალური გავლენა
- პრაქტიკული გამოცდილება
- პროფესიული განვითარება
- ახალი კავშირები
- რეკომენდაცია
- პიროვნული გამოცდილება
როგორ შემოგვიერთდე?თუ გინდა, რომ შენი ყურადღება, გულისხმიერება და კომუნიკაციის უნარები ბავშვების დახმარებას მოახმარო, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:info@changetheworld.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითე: „ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერი (მოხალისე)“
ერთად შევცვალოთ სამყარო - ერთი საუბრით, ერთი კეთილი საქმით, ერთი ბავშვის უკეთესი მომავლით!