ძველი სუფრა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
ბრენდის კონსულტანტი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
„ძველი სუფრა“ ეძებს ბრენდის კონსულტანტს, რომელიც თბილისი მოლის სტენდზე ჩვენს სტუმრებს გააცნობს თითოეული პროდუქტის შექმნის ისტორიასა და ღირებულებას.
ლოკაცია: თბილისი მოლი
ვის ვეძებთ? თუ გიყვარს ქართული კულტურა, ტრადიციები, ესთეტიკა და გსურს გახდე ბრენდის ნაწილი, რომელიც ქართულ სუფრასა და ორნამენტებს თანამედროვე ცხოვრებაში აცოცხლებს — ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
ბრენდის წარდგენა: სტუმრებისთვის „ძველი სუფრის“ ისტორიის, ორნამენტების მნიშვნელობისა და პროდუქციის ეფექტურად გაცნობა.
კონსულტაცია და გაყიდვები: მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, საჩუქრებისა თუ ინტერიერის დეკორის შერჩევაში დახმარება.
სტენდის ვიზუალური მართვა: პროდუქციის ესთეტიკურად განლაგება და სისუფთავის შენარჩუნება.
მარაგების კონტროლი: პროდუქციის ნაშთების თვალყურის დევნება და მენეჯერთან კომუნიკაცია.
სალარო ოპერაციები: გადახდების მიღება და პროგრამული აღრიცხვა.
რა თვისებები და უნარები გჭირდება?
კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება (ქართულ ენაზე).
ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციისთვის).
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
ესთეტიკის აღქმა და ინტერესი დიზაინისა/კულტურის მიმართ.
სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.