ვაკანსიის დეტალები

ბუღალტერი

Globalink Logistics
თბილისი
ბოლო ვადა: 19.11.2026

Globalink Logistics აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ბუღალტერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს გლობალინკ ლოჯისტიკს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი

ლოკაცია: თბილისი, საქართველო

კომპანიის შესახებ: შპს გლობალინკ ლოჯისტიკსი არის მსხვილი საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე აქტიურად ოპერირებს. იგი მომხმარებლებს სთავაზობს მიწოდების ჯაჭვის სრულ (End-to-End) მართვასა და მულტიმოდალურ გადაზიდვებს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, (გადარიცხვების სიის მომზადება ექსელის ფაილში); (საბანკო ამონაწერების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა, ბრუნვებისა და ნაშთების კონტროლი)
  • სხვადასხვა დეპარტამენტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების ბუღალტრული გატარება პროგრამაში..
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მონიტორინგი, მივლინებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების წესების შესაბამისად აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • ზეგანაკვეთური სამუშაოების შესახებ მიღებული ინფრომაციის გადამოწმება და ექსელის ფაილში შეყვანა;
  • კვარტალური და პერიოდული შედარება კრედიტორებთან და შესაბამისი შედარების აქტების გაფორმება.
  • შესაბამისი დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთ-ერთი სახის პროდუქციის ჩამოწერის უზრუნველყოფა პროგრამაში.
  • სხვა ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი, კომპანიის შიდა პროცედურებითა და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება
  • თვის დახურვის და საგადასახადო დეკლარირების პროცესებში მონაწილეობის მიღება და ზემდგომი პირისგან მოთხოვნილი ინფორმაციების დამუშავება/მიწოდება.

სამუშაო ფორმატი ოფისიდან:
  • ორშაბათი-პარასკევი ( 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე ) შესვენება 1 საათი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის, ან მომიჯნავე პროფესიის განხრით
  • საბუღალტრო პროგრამა Balance/1C-ის ცოდნა
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სასურველია ინტერნეტბანკში მუშაობის ფამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სავალდებულოა, რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ACCA პირველი დონე ჩაითვლება უპირატესობად

სხვა უნარჩვევები:
  • კანდიდატი უნდა იყოს მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული; უნდა შეეძლოს სამუშაოს შესრულების ვადების და სამსახურში გამოცხადების და დასრულების დროის მკაცრი კონტროლი;
  • კოლეგიალური, გუნდური მუშაობის უნარის მქონე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • გამოცდილების მიღებას საერთაშორისო, მზარდ და სტაბილურ კომპანიაში
  • ტრენინგებისა და კურსების დაფინანსებას, ასევე შიდა სწავლებას,
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, კორპორაციული ნომერი.
  • უსაფრთხო, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს.

სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრება 2500.00 ლარის ოდენობით - ხელზე ასაღებად ( ზრდის პერსპექტივით)

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: tbilisi@globalinklogistics.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე