ვაკანსიის დეტალები

ბუღალტრის ასისტენტი

F.S. Mackenzie Georgia
თბილისი
ბოლო ვადა: 28.11.2026

F.S. Mackenzie Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ბუღალტრის ასისტენტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

F.S. Mackenzie Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში:
  • საბანკო ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
  • შესყიდვებისა და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და RS.ge-ზე დადასტურება;
  • დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, მონიტორინგი და შედარების აქტების მომზადება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა, სწორი და დროული ფინანსური ინფორმაციის მიწოდება;
  • ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
  • მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განაღლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@fsmac.ge

სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე