გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
აჭარ ენერჯი 2007
ბათუმი
ბოლო ვადა: 14.11.2026
აჭარ ენერჯი 2007 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი — ბათუმი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
შპს აჭარ ენერჯი-2007 იწვევს მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალებს გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ენერგეტიკულ ობიექტებზე სამუშაოდ.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00; სამუშაო ადგილი: ბათუმი, კირნათი ჰესი, ხელვაჩაური-1 ჰესი. ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
ენერგეტიკულ ობიექტზე (სადგურები, ქვესადგურები, ხაზოვანი ნაგებობები) შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების (HSE) მუდმივი მონიტორინგი და მართვა;
მაღალი რისკის შემცველი სამუშაოების (მაღალ ძაბვაზე მუშაობა, სიმაღლეზე მუშაობა, ჩაკეტილ სივრცეებში მუშაობა, მიწის სამუშაოები) უსაფრთხოების ნებართვების (Permit to Work) გაცემა და კონტროლი;
გარემოსდაცვითი მოთხოვნების მკაცრი ზედამხედველობა: ნარჩენების სეპარაცია და მართვა, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენცია, ემისიებისა და ხმაურის დონის კონტროლი;
ობიექტზე დასაქმებული პერსონალისა და კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლებისთვის სპეციფიკური HSE ინსტრუქტაჟების (მათ შორის, ელექტროუსაფრთხოების საკითხებზე) ჩატარება;
ინციდენტების, უბედური შემთხვევებისა და „Near Miss“ (თითქმის მომხდარი ინციდენტი) შემთხვევების მოკვლევა, ანალიზი და პრევენციული გეგმების შემუშავება;
შესაბამისი დოკუმენტაციის, ჟურნალების, რისკების შეფასების მატრიცებისა და გარემოსდაცვითი ანგარიშების წარმოება;
სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებთან ეფექტური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ტექნიკური, საინჟინრო ან გარემოსდაცვითი განათლება (ენერგეტიკის მიმართულებით განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატი (სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა);
ენერგეტიკის სექტორში არსებული ტექნიკური რეგლამენტების, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება HSE სპეციალისტის პოზიციაზე (ენერგეტიკულ ან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ფლობა;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (HSE საერთაშორისო სტანდარტებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის).
რას გთავაზობთ (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა: კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებული მაღალი ხარისხის სამედიცინო დაზღვევის პაკეტი;
ტრანსპორტირება: თანამშრომლების უფასო ტრანსპორტირება ობიექტამდე (სამსახურებრივი მიკროავტობუსით ან საწვავის ლიმიტით უზრუნველყოფა);
კვება: უფასო, ერთჯერადი კვება ობიექტზე არსებულ კეთილმოწყობილ სასადილოში;
სამუშაო ეკიპირება: უმაღლესი ხარისხის პერსონალური დაცვის საშუალებებითა და სეზონური სამუშაო ტანსაცმლით სრული უზრუნველყოფა;
კარიერული ზრდა: განვითარების შესაძლებლობა მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებში.
როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: giorgi.nakashidze@acharenergy.com სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „HSE სპეციალისტი “.