ვაკანსიის დეტალები

გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი

სტანდარტი +
თბილისი
ბოლო ვადა: 07.11.2026

სტანდარტი + აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია „სტანდარტი +“ ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომლის ძირითადი მოვალეობები იქნება გაყიდვები, საწყობის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
  • საწყობში არსებული პროდუქციისა და მარაგების კონტროლი;
  • საჭირო პროდუქციის შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მომწოდებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და შეკვეთების გაფორმება;
  • საჭიროების შემთხვევაში შესასყიდი პროდუქციის სიის შედგენა;
  • მარაგების შევსების საჭიროების დროული განსაზღვრა.
  • საჭიროების შემთხვევაში ნაშთების აღწერა
  • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება
  • გაყიდვების ოპერაციების ასახვა სავაჭრო პროგრამაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მნიშვნელოვანი: შესყიდვების განსახორციელებლად საწარმოდან გასვლა საჭირო არ არის — შეკვეთების მიღება და გაფორმება ხდება ადგილზე, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com.
CV გამოგზავნისას წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი“.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათის ჩათვლით, 10:00-18:00

ანაზღაურება : 2000 ლარი + მთლიანი გაყიდვების 1%


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე