ვაკანსიის დეტალები

გაყიდვებისა და CRM მენეჯერი / სპეციალისტი

New Lux Batumi LLC
ბათუმი
ბოლო ვადა: 26.11.2026

New Lux Batumi LLC აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გაყიდვებისა და CRM მენეჯერი / სპეციალისტი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

New Lux Batumi LLC — კაფელის, კერამიკული ფილებისა და კერამოგრანიტის შოურუმი — ეძებს პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს გაყიდვებისა და CRM მენეჯერის/სპეციალისტის პოზიციაზე, ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:
  • შოურუმში მომხმარებლების კონსულტაცია და აქტიური გაყიდვები;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • ლიდების, ზარების, ვიზიტებისა და გარიგებების CRM სისტემაში რეგისტრაცია და მუდმივი განახლება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება, მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და გაყიდვის დახურვა;
  • დიზაინერებთან, ხელოსნებთან, მშენებლებთან, პარტნიორ მაღაზიებსა და მუდმივ მომხმარებლებთან ურთიერთობის განვითარება;
  • ფასების, მარაგებისა და მიწოდების პირობების კოორდინაცია საწყობთან და ხელმძღვანელობასთან;
  • ყოველდღიური და ყოველკვირეული გაყიდვების ანგარიშების მომზადება დირექტორისთვის.

მოთხოვნები:
  • გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება;
  • ქართული ენის თავისუფლად ცოდნა და დამატებით ინგლისური ან თურქული ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
  • კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემების გამოყენების უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება;
  • კაფელის, კერამიკის ან სამშენებლო მასალების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჭოროხის ქუჩა 7გ, ბლოკი 5;
  • სრული განაკვეთი: ორშაბათი–შაბათი, 10:00–19:00;
  • თანამშრომლობის პირველი 1–2 თვის განმავლობაში ფიქსირებული ანაზღაურება — 1 800 ლარი ხელზე;
  • პირველი 1–2 თვის შემდეგ, თანამშრომლის მუშაობის შედეგების შეფასების საფუძველზე, დაემატება გაყიდვების საკომისიო გეგმა. საკომისიოს ოდენობასა და პირობებს თანამშრომელს კომპანიის მენეჯმენტი აცნობებს;
  • კომპანია უზრუნველყოფს საწყის ტრენინგს პროდუქციის, გაყიდვების პროცესისა და CRM სისტემის შესახებ;

სამუშაოს დაწყება: 2026 წლის 1 ნოემბრიდან ან მხარეთა შეთანხმებით.

განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნონ ელფოსტაზე: salilou66@gmail.com

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Sales & CRM — Batumi.
განაცხადები განიხილება მიღებისთანავე. შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება ელფოსტით.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე