ვაკანსიის დეტალები

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ფ.პ მარიამი ბასილაძე
თბილისი
ბოლო ვადა: 10.11.2026

ფ.პ მარიამი ბასილაძე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ვეძებთ გამოცდილ, სტრატეგიულად მოაზროვნე და ლიდერული თვისებების მქონე გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც სათავეში ჩაუდგება გაყიდვების გუნდს, შეიმუშავებს კომპანიის ზრდის სტრატეგიას და უზრუნველყოფს დასახული კომერციული მიზნების მიღწევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის შემუშავება, დანერგვა და მართვა
  • გაყიდვების გუნდის ეფექტური ლიდერობა, მოტივირება, განვითარება და KPI-ების კონტროლი
  • გაყიდვების პროცესების, ძაბრის (Sales Funnel) და სტანდარტების ოპტიმიზაცია / სისტემატიზაცია
  • წლიური და თვიური გაყიდვების გეგმების დასახვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
  • სტრატეგიულ / მსხვილ B2B პარტნიორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკებების მართვა
  • ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და ტენდენციების მუდმივი ანალიზი ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად
  • სხვა დეპარტამენტებთან (მარკეტინგი, ლოჯისტიკა, ფინანსები) მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია B2B / საინჟინრო / ტექნიკურ სექტორში)
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვისა და KPI სისტემების მართვის ცოდნა
  • გუნდის მართვის, მოტივირებისა და ლიდერობის გამოკვეთილი უნარი
  • B2B სექტორში მოლაპარაკებების წარმოებისა და მსხვილ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
  • CRM და სააღრიცხვო სისტემებთან (მაგ. FINA) მუშაობის გამოცდილება
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი

რას გთავაზობთ:
  • მაღალ კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი დეპარტამენტის შედეგებიდან გამომდინარე
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სატივის ქუჩა #2

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr.m.basiladze@gmail.com


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე