ვაკანსიის დეტალები

გაყიდვების კონსულტანტი

დომარტი
თბილისი
ბოლო ვადა: 13.11.2026

დომარტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გაყიდვების კონსულტანტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია „დომარტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც სურს გაყიდვების სფეროში მუშაობა და პროფესიული განვითარება ჩვენს გუნდთან ერთად.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმაშენებლის N67.

ძირითადი მოვალეობები
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა სამშენებლო და სარემონტო მასალებთან დაკავშირებით;
  • პროდუქციის გაყიდვების განხორციელება;
  • მომხმარებლებთან ეფექტური და პროფესიონალური კომუნიკაცია;
  • გაყიდვების პროგრამაში შესაბამისი ოპერაციების გატარება;
  • გუნდთან თანამშრომლობა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სწრაფი სწავლის უნარი;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარები.
  • სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის. განათლებას მნიშვნელობა არ აქვს.

სამუშაო პირობები
  • ფიქსირებული ხელფასი: 1400 ლარი;
  • საბონუსე სისტემა: გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00–18:00;
  • დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
  • მუშაობის დაწყება: შეთანხმებით.

საკონტაქტო ინფორმაცია
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 555 004 111
ან გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancydomart@gmail.com

შემოგვიერთდი „დომარტის“ გუნდს!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე