BlueTabla აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
გაყიდვების კონსულტანტი — ბათუმი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ფიტპასის მომსახურებას;
კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე ( 5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ბლექ სი მოლი/ გრანდ მოლი)
მოთხოვნები:
მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
კარგი კომუნიკაციის უნარი.
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
მოვალეობები:
მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.
პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება.
ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების კონტროლი.