ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს პოტენციური კლიენტების მოძიებას, მათთან ეფექტიან კომუნიკაციას და კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციური კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
- კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება და გაყიდვების პროცესის მართვა;
- გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაფინანსების შეთავაზება დაინტერესებული კლიენტებისთვის;
- ბიზნესშეთავაზებების მოძიება და კლიენტებისთვის ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზება, რაც ითვალისწინებს გადახდილი თანხის 15%-იანი მოგების მიღების შესაძლებლობას მაქსიმუმ 4 თვის ვადაში, შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
- ავტომობილის შეძენის შემდეგ მისი შეკეთებისა და სრულად გამართვის სერვისის შეთავაზება, საბოლოო ჩაბარების ჩათვლით;
- ავტომობილის რეალიზაციის ორგანიზება შეძენის მომენტიდანვე — როგორც ავტომობილის ჩამოსვლამდე, ისე ჩამოსვლის შემდეგ;
- კლიენტთან კონკრეტული ავტომობილისა და შესყიდვის პირობების შეთანხმება, შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ;
- შეთანხმებული პირობებისა და ფასის ფარგლებში ინფორმაციის ბიდერისთვის გადაცემა, რათა მან უზრუნველყოს შესყიდვის პროცესის განხორციელება;
- კლიენტთან კომუნიკაციისა და გარიგების პროცესის კოორდინაცია შესაბამის სამსახურებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის ინტერესი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- მიზანსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური თანამშრომლობის უნარი.
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება
- შესრულებული სამუშაოს მიხედვით + ბონუსი.
- ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის მიერ რეალურად შესრულებულ სამუშაოზე, განხორციელებულ გარიგებებსა და თითოეული მომსახურების მიმართულებისთვის განსაზღვრულ ანაზღაურებაზე.
რას გთავაზობთ?
- შედეგზე დაფუძნებულ ანაზღაურების სისტემას;
- სხვადასხვა მიმართულებით მუშაობისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას;
- მრავალფეროვან სამუშაო პროცესს ავტოიმპორტის, ავტომობილების რეალიზაციის, დაფინანსებისა და შესაბამისი მომსახურებების მიმართულებით.
თუ ხართ აქტიური, კომუნიკაბელური და გსურთ თქვენი შემოსავალი თქვენს შედეგებზე იყოს დამოკიდებული, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე:
autospace.geo@gmail.com