ვაკანსიის დეტალები

გაყიდვების მენეჯერი

კომპანია ბანა
თბილისი
ბოლო ვადა: 10.11.2026

კომპანია ბანა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გაყიდვების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია „ბანა“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი

კომპანია „ბანა“ არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგებისა და კლინიკების ყველა საჭიროება.

სამუშაო აღწერილობა:
  • სტომატოლოგიურ კლინიკებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის შესაბამისად და ვიზიტების ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის სტრატეგიის მიხედვით.
  • პოტენციურ კლიენტებთან (ექიმებთან, კლინიკის ხელმძღვანელებთან) შეხვედრების დაგეგმვა და პროდუქტის პრეზენტაციების ორგანიზება.
  • კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და მათი სწორი კომუნიკაცია კლიენტებთან.
  • ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში რეპორტინგი სისტემაში.
  • ახალი პარტნიორების მოზიდვა და მათთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება.
  • არსებულ პარტნიორებთან პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება.
  • კომპანიის მიერ განსაზღვრული KPI-ებისა და გაყიდვების გეგმის შესრულება.
  • ბაზრის კვლევა და ახალი პროდუქტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, Word, PowerPoint).
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა — აუცილებელი მოთხოვნაა. კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯს.

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • პუნქტუალური და მოწესრიგებული.
  • შედეგებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი–პარასკევი
საშუალო შემოსავალი: 2,300–3,000 ლარი (ზედა ზღვარი არ არსებობს)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@ltdbana.ge

შემოუერთდი „ბანას“ გუნდს და განავითარე შენი კარიერა სტომატოლოგიური დისტრიბუციის.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე