ვაკანსიის დეტალები

გაყიდვების მენეჯერი

სიემჯი აუტო იმპორტი
თბილისი
ბოლო ვადა: 17.12.2026

სიემჯი აუტო იმპორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გაყიდვების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია "სიემჯი ავტო-იმპორტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

თბილისი, საბურთალო, გოთუას ქუჩა #1

თუ გიყვარს ავტომობილები და გსურს თვეში საშუალოდ 2500-4000₾+ გამოიმუშავო მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

ჩვენ გთავაზობთ მაღალ და მზარდ საბონუსე სისტემას
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიის სამუშაო აღწერილობას, მოთხოვნებსა და პირობებს. გაყიდვების სფეროში გამოცდილება და ავტომობილების შესახებ ინფორმაციის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაოს აღწერა:
  • კლიენტებთან/პოტენციურ კლიენტებთან საუბარი
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ახალი კლიენტების მოზიდვა.

მოთხოვნები:
  • ელემენტარული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Chrome, CRM)
  • უპირატესობად ჩაითვლება, გაყიდვების სფეროში 1 წლიანი და მეტი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ინფორმაცია პირობების შესახებ:
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00
  • კანდიდატები გაივლიან ერთ კვირიან სწავლების პერიოდს.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნეთ CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@cmgimport.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
032 2 15 15 88
+995 591 15 15 78;
+995 597 33 66 36

გისურვებთ წარმატებებს!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე