თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
გაყიდვების მენეჯერი ტურიზმის მიმართულებით — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი ტურიზმის მიმართულებით
მიმწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი ანაზღაურება: რეალიზებული სერვისებისგან მოზიდული თანხის 20% [დარიცხული]
ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების გეგმის შემუშავება, შესრულება;
საინფორმაციო, სარეკლამო და გაყიდვების აქციებში მონაწილეობა;
მონაცემთა ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება, ბაზრის კვლევებში მონაწილეობა;
ყოველდღიური გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება
სატელეფონო ზარების განხორციელება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
მომხმარებლების მოზიდვა /მოლაპარაკების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან და უწყებებთან ურთიერთობა
შეხვედრების დაგეგმვა, პრესრილიზების მომზადება.
დოკუმენტაციის წარმოება / რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ძირითადი მოთხოვნები:
აქტიური, მიზანსწრაფული და პასუხისმგებლიანი პიროვნება;
მეტყველების და კომუნიკაციის უნარი;
დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge