MKL Shipping აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
გაყიდვების მენეჯერი — ბათუმი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
ამერიკული ავტო-იმპორტიორი კომპანია "MKL Shipping" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
"MKL Shipping" 15 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ავტომობილების იმპორტს აშშ-დან, ფლობს 4 საკუთარ ავტოსადგომს ამერიკის ოთხ შტატში პორტებთან; უზრუნველყოფს სრულ ლოგისტიკურ სერვისს გლობალურ ბაზარზე. 80 000+ ავტომობილი, 25 000+ კონტეინერი და 80 000+ კმაყოფილი მომხმარებელი "MKL Shipping"-ის გამოცდილების დასტურად გვევლინება.
ქართული წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2023 წლიდან. 2025 წლიდან MKL-ის სერვისებს დაემატა სამხრეთ კორეიდან ტრანსპორტირება.
ძირითადი მოვალეობები:
შემოსული ლიდების დამუშავება და მონაცემთა ბაზების გენერირება;
აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან (ცივი ზარები და შეხვედრები);
გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესრულება;
ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებული სამუშაოსა და შედეგების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტოიმპორტის სფეროში);
ავტომობილების მოდელების საბაზისო ცოდნა;
ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად);
პირადი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად);
პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა.
რას გთავაზობთ:
კონკურენტულ საბონუსე სისტემას როგორც საცალო, ასევე საბითუმო მომხმარებლის შემთხვევაში;
ფიქსირებულ ანაზღაურებას 1000 ლარი ნეტ.;
პროფესიული და კარიერული ზრდის მუდმივ მხარდაჭერას (მათ შორის პერმანენტულ ტრენინგებს);