ვაკანსიის დეტალები

გაყიდვების მენეჯერი

PCshop.ge
თბილისი
ბოლო ვადა: 19.12.2026

PCshop.ge აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გაყიდვების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია „პისიშოპ.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.

ადგილმდებარეობა:
  • მარჯანიშვილის 2 (მარჯანიშვილის მეტროსთან)
  • ვაჟა-ფშაველას 16 ა (მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან)

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
  • მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა და დოკუმენტაციის შედგენა;
  • პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის გაცნობა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან;
  • ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისურო ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოტივირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალი სტანდარტების მქონე კომანიაში მუშაობის შესაძლებლობას
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტლური ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე