ონლაინ ტექნიკის მაღაზია
PrimeStore.ge ეძებს გაყიდვების მენეჯერს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქუჩა (მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციის გაწევა;
- შეკვეთების სისტემაში ზუსტი ასახვა და განვადების პროცედურების მართვა/მონიტორინგი;
- მარკეტინგის გუნდთან აქტიური თანამშრომლობა სარეკლამო აქციებისა და შეთავაზებების შესამუშავებლად;
- ელექტრონული კომერციის (E-commerce) ტენდენციების მუდმივი კვლევა და სიახლეების დანერგვის ინიცირება კომპანიაში;
- მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.