სამშენებლო დეველოპერული კომპანია Seastone Development-აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული მომხმარებლების კონსულტაციაზე, გაყიდვების პროცესის სრულ მართვასა და გარიგებების დახურვაზე.
ძირითადი მოვალეობები
- შემოსული ლიდების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია
- პროექტისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა
- კლიენტების კონსულტაცია და ობიექტის პრეზენტაცია
- მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის დახურვა
- კლიენტთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა
- CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების მართვა
- ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება
- არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზასთან მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება
- უძრავი ქონების/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია
რას გთავაზობთ
- კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსი
- გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული საბონუსე სისტემა
- ხარისხიანი შემომავალი ლიდები
- თანამედროვე CRM სისტემა
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- დინამიკური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ სამუშაო ლოკაცია - ბათუმი.