ვაკანსიის დეტალები

გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი

HH Recruitment
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

HH Recruitment აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

,,დასაქმების სააგენტო HR'' აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის თბილისში, რომელიც უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით ოპერირებს ბაზარზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული კლიენტების ბაზების მართვა და რეპორტინგი;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტების მხრიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება;
  • სამეზობლო ჯგუფების მართვა და მათი დროული ინფორმირება;
  • პრობლემური საკითხების ეფექტურად მართვა;
  • ობიექტეზე ვიზიტები: თეთრი კარკასის ტურის დაგეგმვა და მართვა, საჭიროების შემთხვევაში დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელება, გარემონტებული ბინების შემოწმება და ჩაბარებისთვის გამზადება;
  • ბინების ჩაბარების პროცესის დაგეგმვ და მართვა (გასაღებების ჩაბარების ჩათვლით);
  • იუსტიციის სახლში სარეგისტრაციო პროცესის დაგეგმვა, კლიენტებთან კომუნიკაცია, შესყიდვის რეგისტრაცია და გასაღებების გადაცემა;
  • საბოლოო პროდუქტის ფორმირებაში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში);
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის/უძრავი ქონების მრჩევლის პოზიციაზე სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია CRM პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი დეტალები:
  • სამუშაო კვირა: 5 სამუშაო დღე; 10:00-19:00 ან 11:00-20:00.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მისამართზე: recruitment24@hh.ge

წარმატებებს გისურვებთ!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე