99VENTURES LP ეძებს გერმანულენოვან ოპერატორს გუნდში!
ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც შემოსულ მომართვებზე სატელეფონო კომუნიკაციას განახორციელებს, დააზუსტებს პოტენციური კლიენტების საჭიროებებს და დაგეგმავს შეხვედრებს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია გერმანულ ენაზე
- შემომავალი ზარებისა და შეტყობინებების დამუშავევა
- შემოსული მომართვების ავტორებთან სატელეფონო დაკავშირება
- მომხმარებლების შეკითხვებზე სწრაფი და პროფესიონალური პასუხების გაცემა
- შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინაცია
- კლიენტებთან თავაზიანი და პროფესიონალური სატელეფონო კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გერმანული ენის სრულყოფილად ცოდნა - აუცილებელია
- გერმანულად თავისუფლად, გამართულად და აქცენტის გარეშე საუბარი
- გამართული და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
- საუბრის სტრუქტურირებულად და მიზანმიმართულად წარმართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილური სამუშაო გარემო
- სამუშაო ადგილი: ოფისი
- პროფესიულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს
- მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას