NETEX CONSULTING აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
გერმანულენოვანი ცხელი ხაზის აგენტი — ქუთაისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
NETEX CONSULTING აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი ცხელი ხაზის აგენტის პოზიციაზე
ვეძებთ ცხელი ხაზის აგენტებს მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების სატელეფონო ზარების და ტექსტური შეტყობინებების მიღება და მომსახურება;
მომხმარებლის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება;
პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურების მიხედვით გადაწყვეტა;
მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
საჭირო ინფორმაციის სისტემაში დაფიქსირება.
აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას (კარგად/თავისუფლად)
სასურველი უნარები:
გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
კომპიუტერისა და საბაზისო საოფისე პროგრამების ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა შესაძლებელია
კანდიდატების განხილვა გამოცდილების გარეშეც.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ოფისი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: samsaxuri@netex.ge