დამწყები სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერი
ორნი +
თბილისი
ბოლო ვადა: 16.12.2026
ორნი + აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
დამწყები სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
შპს “ორნი+” აცხადებას ვაკანისიას დამწყები სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
“ორნი+” არის ვენტილაცია-კონდიცირების პროექტირების შოურუმი, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება B2B სექტორს ვენტილაცია, კონდიცირების პროექტირების დაგეგმვასა და განხორციელებაში. „ორნი+“ სთავაზობს მომხმარებელს ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარების ფართო არჩევანს.
ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს და განავითარებს კომპანიის სოციალურ მედიას, იზრუნებს, დანერგავს ბრენდის მყარ ონლაინ პოზიციას და ჩაერთვება ყოველდღიურ საოფისე პროცესებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სამტრედიის ქ. 50ბ; სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (საოფისე და დისტანციური მუშაობა, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით); სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, კანდიდატის საჭიროებებისა და კომპანიის სამუშაო პროცესების გათვალისწინებით; ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშების (Facebook, Instagram და სხვა პლატფორმები) მართვა;
სოციალური ქსელებისთვის პოსტების, ვიზუალური მასალისა და სარეკლამო კონტენტის მომზადება და გამოქვეყნება;
მოკლე ვიდეოების (Reels და facebook Shorts) გადაღება, მონტაჟი და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
სოციალური მედიის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მართვა;
კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების პოპულარიზაცია ციფრული არხების საშუალებით;
სოციალური მედიის აქტივობების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
საჭიროების შემთხვევაში, საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება, მომზადება და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
კომპანიის ყოველდღიურ საოფისე საქმიანობაში საჭიროებისამებრ ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
Facebook-ისა და Instagram-ის მართვის ცოდნა;
სარეკლამო ინსტრუმენტებთან (Meta Ads Manager) მუშაობის გამოცდილება ან მათი შესწავლის სურვილი;
მოკლე ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის უნარი;
კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
საოფისე პროგრამებთან (Microsoft Word, Excel და სხვა) მუშაობის საბაზისო ცოდნა.
ინგლისურის კარგად ცოდნა.
დამატებითი უპირატესობები
Canva-ს, CapCut-ის ან სხვა დიზაინისა და ვიდეომონტაჟის პროგრამების ცოდნა;
Google Ads-თან მუშაობის გამოცდილება;
ფოტო და ვიდეო გადაღების გამოცდილება;
ქართულ ენაზე კონტენტის მომზადების უნარი;
მარკეტინგის ან ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით გამოცდილება.
რას გთავაზობთ ჩვენ?
ჰიბრიდულ სამუშაო გარემოს;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს;
პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამის ანაზღაურებას.