ვაკანსიის დეტალები

დაცვის თანამშრომელი

ალგანი
თბილისი
ბოლო ვადა: 07.11.2026

ალგანი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დაცვის თანამშრომელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ცვლებში 24 სთ.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
ანაზღაურება: 800 დან 1200 ლარი.

უნარები:
  • პუნქტუალურობა, დისციპლინა;
  • ენერგიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ შპს "ალგანის" სათავო ოფისში, თბილისი, გ. სააკაძის მეორე გასასვლელი #8, ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 საათამდე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: +995322353253; +9953222560101; +995 577 95 99 29 ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე