ვაკანსიის დეტალები

დაცვის თანამშრომელი

Ibis Tbilisi city
თბილისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

Ibis Tbilisi city აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დაცვის თანამშრომელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე

შენი როლი იქნება:
  • სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი/მონიტორინგი;
  • სასტუმროს დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • სათვალთვალო კამერების მონიტორინგი ნებისმიერი შეფერხების თავიდან არიდების მიზნით;
  • სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ
  • ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებას
  • ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

სამუშაო პირობები
  • ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
  • სამუშაო განრიგი: 2/2, დილის და ღამის 12 საათიანი ცვლები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@archihospitality.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დაცვის თანამშრომელი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე