ვაკანსიის დეტალები

დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი

ალგანი
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

ალგანი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

დაცვის კომპანია „ალგანი“ 2004 წელს დაარსდა. ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორთფოლიო 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია ,,ალგანი’’ აცხადება ვაკანსიას „დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი“-ს პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ.სააკაძის II გასასვლელი N 8 ;
სამუშაო განაკვეთი: 10:00 დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება);
დასვენება: შაბათი და კვირა;
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული პრობლემური დავალიანებების კონტროლი;
  • დებიტორებთან გამავალი ზარების განხორციელება, აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება;
  • მომხმარებლების მიერ თანხის ჩარიცხვის კონტროლი და ადმინისტრირება;
  • კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • დებიტორული დავალიანების მართვის დეპარტამენტში მომუშავე თანამშრომლებთან გუნდური მუშაობა და კოორდინაცია;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია ინგილისური და რუსული ენის ცოდნა ;
  • ცხრილებთან მუშაობის უნარი, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიზისა და კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე