არქი ჰოსფითალითი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
დემი შეფი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
Archi Hospitality განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო მასშტაბის გაფართოებას. ბელგიურ კაფეების ქსელთან პარტნიორობით, კომპანია თბილისში ახალ, საინტერესო პროექტს იწყებს.
ჩვენს გუნდში ვეძებთ დემი შეფს (Demi Chef).
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
მოამზადებ კერძებს დადგენილი რეცეპტებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
უზრუნველყოფ შენზე მინდობილი სამზარეულოს სამუშაო პროცესის გამართულ მიმდინარეობას;
გააკონტროლებ პროდუქტების სწორ გამოყენებას, შენახვასა და ხარისხს;
დაეხმარები შეფ-მზარეულს სამზარეულოს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაში;
დაიცავ სისუფთავის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
გაქვს კულინარიის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი;
გაქვს სამზარეულოში მუშაობის საწყისი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და მონდომებული;
შეგიძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
მზად ხარ ისწავლო ახალი ტექნიკები და განვითარდე პროფესიულად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის 13
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 5 სამუშაო დღე
ჯანმრთელობის დაზღვევა
პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დემი შეფი რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 დეკემბერი, 2026.
გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.