ვაკანსიის დეტალები

დიასახლისი

ამლ სამშენებლო მასალები
ბათუმი
ბოლო ვადა: 26.11.2026

ამლ სამშენებლო მასალები აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დიასახლისი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია „ამლ სამშენებლო მასალები“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

შპს „ამლ სამშენებლო მასალები“ 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო მასალების ფართო ასორტიმენტს.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. №25
სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი
სამუშაო საათები: 11:00–17:00

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიისა და სამუშაო სივრცეების ყოველდღიური დალაგება და დასუფთავება;
  • იატაკის, თაროების, ვიტრინებისა და სხვა ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სანიტარიული კვანძებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების დასუფთავება;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დასუფთავების საშუალებებისა და ინვენტარის გამოყენების ცოდნა;
  • ჰიგიენისა და სისუფთავის ნორმების დაცვა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სისუფთავისა და წესრიგის მიმართ ყურადღება;
  • შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება;

დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1 000 ლარი;

კვება: თანამშრომელთა ყოველდღიურ კვებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: aml.cm.group@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ „დამლაგებელი“, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 147 959.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე