სავაჭრო ცენტრი “
ურბან მოლი” აცხადებს ვაკანსიას
დისპეტჩერის (ტექნიკური ინჟინერი) პოზიციაზე.
ურბან მოლის (Urban Mall Kutaisi) გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წლის დეკემბერში ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 2. სავაჭრო ცენტრი განთავსებული იქნება დაახლოებით 20 000+ კვ.მ-ზე, გაიხსნება სამშენებლო ჰიპერმაკეტი დომინო, სასურსათო ჰიპერმარკეტი „2 ნაბიჯი“, ტექნიკისა და ტანსაცმლის მაღაზიები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:- უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური განათლება
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ელექტრული სქემების, ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი
- სახანძრო ავტომატიკასთან მუშაობის გამოცდილება
- სუსტდენიანი სისტემების ცოდნა (ქსელური მოწყობილობა, ავტომატიკა)
- სასურველია პროგრამა AutoCAD-ის ცოდნა
- გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების უნარი
ძირითადი მოვალეობები:- სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებში არსებული სისტემების მუშაობის კონტროლი (გამწოვი, ვენტილაცია, ელექტროობა, სანტექნიკა, გამწვანება და ა.შ.)
- პერსონალის მუშაობის მონიტორინგი (სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი და ა.შ.)
- მუშაობის პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე დროულად და სათანადო წესით რეაგირება და დეფექტების აღმოფხვრა ტექნიკური ჯგუფის დახმარებით.
ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე ასაღები გრაფიკი: მოძრავი (12 საათიანი)
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 2.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV: info@urbanmall.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
544 148 172 არაუგვიანეს 18 ნოემბრისა.