ეპსილონი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
დისტანციური გაყიდვების მენეჯერი — ბათუმი, თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
ავტომობილების იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას
დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების შეძენა საზღვარგარეთ და მათი ტრანსპორტირება, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
სამუშაო პირობები
ადგილმდებარეობა: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: ნაწილობრივი განაკვეთი
ანაზღაურება: შესრულებული გეგმის გათვალისწინებით
ძირითადი ფუნქციები:- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
- მოლაპარაკებების წარმოება და კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა ამერიკის ავტო აუქციონებზე;
- ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული მენეჯერისთვის;
- გაყიდვის შემდგომი კომუნიკაცია კლიენტებთან.
ძირითადი მოთხოვნები:- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენის ცოდნა (რუსული ან/და ინგლისური)
პიროვნული თვისებები:- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: epsilon.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "დისტანციური გაყიდვების მენეჯერი".