ვაკანსიის დეტალები

დისტრიბუტორი

თბილღვინო
თბილისი
ბოლო ვადა: 21.11.2026

თბილღვინო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დისტრიბუტორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:
  • ყოველდღიურად მიღებული შეკვეთების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქციის მითვლა და დატვირთვა;
  • დღის მანძილზე მარშრუტით განსაზღვრული შეკვეთების ობიექტზე უსაფრთხოდ, დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
  • მიტანილი პროდუქციის ობიექტისთვის მითვლა და სისწორის დადასტურება;
  • ობიექტებიდან დაბრუნებული პროდუქციის ადგილზე მითვლა და საწყობში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • ავტომანქანის სისუფთავის და ტექნიკური გამართულობის მუდმივ რეჟიმში კონტროლი;
  • მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავტომობილის მართვის მოწმობის B კატეგორია;
  • მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება - 1,800 ლარი (NET);
  • კომპანია უზრუნველყოფს და ფარავს ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი;
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995595895418 ან გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge

ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე