ერთად შევცვალოთ სამყარო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
დონორებთან კომუნიკაციების დირექტორი / მოხალისე — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
ჩვენ, საქველმოქმედო ფონდს, „ერთად შევცვალოთ სამყაროს“ გვაქვს ღია პოზიციები გუნდის ახალი წევრებისთვის: დონორებთან კომუნიკაციების დირექტორი (მოხალისე) ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ.. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.changetheworld.ge/about). ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.
მოხალისეობრივი მუშაობა სრულად დისტანციურია და თავსებადია სწავლასთან ან ძირითად სამუშაოსთან – ჩართულობა საჭიროებს დღეში დაახლოებით 1 საათს მოქნილი განრიგით.
ფუნქცია და მოვალეობები:
არსებული და პოტენციური დონორების მოძიება და მათთან ურთიერთობის მართვა
ინდივიდუალური და კორპორატიული დონორებისთვის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება
ფონდის საქმიანობის შედეგების ეფექტურად წარდგენა დონორებისთვის
დაფინანსების მოზიდვის კამპანიების დაგეგმვა და კოორდინაცია
პარტნიორული ურთიერთობების განვითარება კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
რას ველით შენგან:
ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
პასუხისმგებლობა და კომუნიკაცია
დროის მართვის უნარი
მოტივაცია სიკეთის გასავრცელებლად
ჩვენ გთავაზობთ
ბევრი სითბოსა და სიყვარულს და რაც მთავარია ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს ... დამატებით კი მეგობრულ გარემოს, სადაც შენ შეძლებ ხელშესახები ცვლილებების შეტანას, ასევე საინტერესო შესაძლებლობებს, საკუთარი თავი დაინახო, შეიგრძნო განსხვავებულ როლში და ჩაერთო უანგაროდ სიკეთის კეთების სრულ პროცესში.