ვაკანსიის დეტალები
დღის სანიტრი
წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი
,,წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.
,,წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ აცხადებს ვაკანსიას დღის სანიტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას ქ. N15
დასახელება: ამბულატორიული დეპარტამენტის დღის სანიტარი
სამუშაო საათები: 09 სთ-დან 17 სთ-მდე.
ანაზღაურება: 875 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ვაკანტური ადგილი: 2
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
ძირითადი ფუნქციები:- პალატების, კაბინეტების, დერეფნების და სამუშაო სივრცეების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების დაცვით
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- სადეზინფექციო საშუალებებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად გამოყენება და შენახვა
- ინფექციის პრევენციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
- სამუშაო პროცესში კონფიდენციალურობისა და ეთიკური ნორმების დაცვა
- საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მითითებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება