ვაკანსიის დეტალები

ექიმი ონკოლოგი

ჯეო მედი
თბილისი
ბოლო ვადა: 18.12.2026

ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ექიმი ონკოლოგი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კლინიკა ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას ექიმი ონკოლოგის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • მაღალ ანაზღაურებას;
  • კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ონკოლოგიური კონსულტაციის გაწევა პაციენტის ბინაზე;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ონკოლოგიური ანამნეზის შეფასება;
  • არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა და კვლევის შედეგების შეფასება;
  • დიაგნოზის დაზუსტება და შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევებისა და მულტიდისციპლინური კონსულტაციების რეკომენდაცია;
  • მკურნალობის მიმდინარეობისა და პაციენტის მდგომარეობის დინამიკის შეფასება;
  • პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციების მიწოდება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება.

ჩვენი მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი ონკოლოგიაში;
  • ონკოლოგად მუშაობის გამოცდილება;
  • ონკოლოგიური პაციენტების მართვის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პროფესიული ეთიკისა და სამედიცინო სტანდარტების დაცვა;
  • პაციენტთან და მის ოჯახის წევრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე