ვაკანსიის დეტალები
ექიმი-ოფთალმოლოგი
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიური გუნდი გაფართოებას გეგმავს და ეძებს მოტივირებულ, კვალიფიციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კადრს.
ცხადდება ვაკანსია ექიმი-ოფთალმოლოგის პოზიციაზე.
თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში, გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
ძირითადი მოთხოვნები:
განათლება:- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი ოფთალმოლოგიაში).
სამუშაო გამოცდილება: არ არის სავალდებულო (რეზიდენტურაში მიღებული გამოცდილებაც ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად). სასურველია პრე- და პოსტოპერაციული პაციენტების მართვის გამოცდილება.
ენების ცოდნა: ქართული ენა — სრულყოფილად; ინგლისური კარგად ან საკომუნიკაციო დონეზე.
ტექნიკური უნარები: სამედიცინო აპარატურასთან და ელექტრონულ ჯანდაცვის სისტემებთან (E-Health) მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით -
kchikobava@newvision.ge; გთხოვთ ველში „subject“ მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.