ვაკანსიის დეტალები

ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესი

ანტრე
თბილისი
ბოლო ვადა: 28.11.2026

ანტრე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

საცხობების ქსელი “ანტრე”, რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში

ანტრე აცხადებს ვაკანსიას ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესის პოზიციაზე

საწყისი ანაზღაურება 1500 ლარი
განაკვეთი: 8 საათი დღეში
5 სამუშაო დღე კვირაში

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება და განთავსება
  • სტუმრების თბილად და თავაზიანად მისალმება შესვლისთანავე
  • მაგიდების განაწილება/ჯავშნების მართვა
  • ლოდინის სიის მართვა საჭიროებისამებრ და სტუმრებისთვის სავარაუდო დროის შეტყობინება

სტუმრების მაგიდამდე გაცილება და მენიუს გადაცემა
  • ჯავშნების კოორდინაცია
  • სატელეფონო და ონლაინ ჯავშნების მიღება და ორგანიზება
  • დარბაზის განლაგების ცოდნა და მაგიდების ეფექტური განაწილება (ტევადობის, ჯგუფის ზომის მიხედვით)
  • სპეციალური მოთხოვნების აღრიცხვა (ალერგია, საზეიმო ღონისძიება, ინვალიდის ეტლით მოსარგებლე სტუმრები და ა.შ.)

კომუნიკაცია გუნდთან
  • სერვისის გუნდთან კოორდინაცია მაგიდის დატვირთვის თანაბრად გასანაწილებლად
  • სამზარეულოსა და მენეჯმენტთან კავშირი დატვირთვის პიკის დროს

სტუმრის გამომშვიდობება
  • გასვლისას მადლობის გადახდა და კვლავ მობრძანების მოწვევა
  • უკუკავშირის მიღება საჭიროებისამებრ

ადმინისტრაციული ფუნქციები
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, კითხვებზე პასუხი (სამუშაო საათები, მენიუ, ლოკაცია)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
CV;
3x4 ფოტოსურათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@entree.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე