საბუდარა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
ექსპორტ-იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
წარმოების ზრდიდან გაომდინარე შპს „საბუდარა“ აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ-იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიცაზე.
მეფრინველების სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა - ქართული მეფრინველეობა 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი. ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. შპს საბუდარა ბოლო წლების მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან.
თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვენება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 2 000 ლარიდან 2 500 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
უცხოელ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
საექპოპრტო პროდუქციასთან დაკავშირებით შეკვეთების მიღება;
ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ექპორტირებული/იმპორტული საქონლის ანალიზი და ანგარიშგების წარმოება;
პროდუქციის შეკვეთა;
ტრანსპორტირების ორგანიზება და მონიტორინგი;
მომწოდებლებისგან პროდუქციის საბუთების ასლების მიღება, გაცნობა და მათი სისწორის დადასტურება;
საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის (ფიტო და ვეტერინარული) მართვა და კონტროლი;
განბაჟების განხორციელება;
ხელმძრავნელის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება (პოზიციის შესაბამისი საქმიანობის ირგვლივ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
ასიკუდას (ASYCUDA) ცოდნა ცაითვლება უპირატესობად;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიულ განვითარებას;
კომფორტულ სამუშაო გარემოს;
კვებას საწარმოს ხარჯზე;
ჯანმრთელობის დაზღვევას საწარმოს ხარჯზე;
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2,2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინტიტუტის მოპირდაპირე მხარეს) Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუქა თვალსაჩინოებისთვის.
ტელ: +995 551 346 555 / +995 599 50 22 86
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: Sabudara2005@gmail.com გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.