ვაკანსიის დეტალები

ვეტერინარი ექიმი

აშენდი აგრო
თბილისი
ბოლო ვადა: 16.12.2026

აშენდი აგრო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ვეტერინარი ექიმი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

აშენდი აგრო აცხადებს ვაკანსიას: ვეტერინარი ექიმი (სასაკლაოს ხარისხის კონტროლის მიმართულებით)

ძირითადი მოვალეობები:
  • დაკვლის პროცესის ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლი;
  • ცხოველებისა და მიღებული ხორცის მდგომარეობის შეფასება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ხორცისა და სუბპროდუქტების ხარისხისა და უვნებლობის კონტროლი;
  • საწარმოო პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
  • საწარმოო პერსონალის მიერ ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი;
  • შეუსაბამობების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • ვეტერინარული და ხარისხის კონტროლის დოკუმენტაციის წარმოება;
  • HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ვეტერინარული განათლება;
  • ვეტერინარ ექიმად მუშაობის გამოცდილება;
  • სასაკლაოზე ან ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლისა და ხორცის ხარისხის შეფასების ცოდნა;
  • HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ashendi.com



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე